სასარგებლო თუ საზიანო
ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, რადგან როგორც ყველა სხვა შემთხვევაში აქაც მედალს ორი მხარე აქვს. ვეცდებით განვიხილოთ ონლაინ თამაშების დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებით მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ თამაშებს შეუძლია დაგვეხმაროს განტვირთვაში მაშინ, როდესაც ვისვენებთ, თავისუფალი დრო გვაქვს, ვმგზავრობთ ან თუნდაც ვინმეს / რაიმეს ველოდებით. ასევე კარგი საშუალებაა ბავშვების გასართობად და გამოთავისუფლებული დროის დასვენებისთვის დასათმობად. თუმცა იმისათვის, რომ მხოლოდ დადებითი ეფექტი მივიღოთ და არ მივაყენოთ ზიანი საკუთარ თავს, ან ბავშვებს, საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა და მასე მიჯაჭულობის თავიდან აცილება. კომპიუტერის ან ტელეფონის ხშირი გამოყენების მავნებლობის შესახებ ყველას მოგვეხსენება.
თამაშების შექმნის ტექნოლოგია
დღევანდელ ციფრულ ეპოქაში უამრავი ტექნოლოგია არსებობს ონლაინ თამაშების შესაქმნელად. არსებობს 2D და 3D თამაშები და ტექნოლოგიაც იმის მიხედვით უნდა ავარჩიოთ თუ რომლი კატეგორიის თამაშების შექმნით ვართ დაინტერესებული. 2D თამაშები წარმოადგენენ 2 განზომილებიან თამაშებს, დაახლოებით ისეთს, როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი MARIO. ამ ტიპის გასართობების შექმნა შესაძლებელია html canva და javascript-ის გამოყენებით. რაც შეეხება 3D თამაშებს, მსგავსად 2d თამაშებისა, მათი შექმნაც უამრავი პროგრამირების ენის ან მზა პროგრამის დახმარებით შეიძლება, მათშორის კი ერთერთი საუკეთესოა Unity3D.
კატეგორიები
- სტიკმენი
- ფეხბურთი
- სროლები
- სარბოლო
- პაზლი
- მულტიფლეერი
- შემთხვევითი
- გოგონებისთვის
- ბიჭებისთვის
- არკადები
- სათავგადასავლო
- მოქმედებითი