ძაღლის ჯიში: დობერმან პინჩერი

სახელი: დობერმანი

მეტსახელი: დობი; Dobermann;

წარმომავლობა: გერმანია

ფერი: შავი, ყავისფერი, წითური, ნაცრისფერ-მოლურჯო,                                                                                                                        ჩალისფერი და თეთრი (ალბინოსი)

ბეწვის ტიპი: მბზინავი, მოკლე, ხშირი და სწორი

სიმაღლე: ხვადი –  66 – 72 სმ;  ძუ – 61 – 68 სმ

წონა: ხვადი – 34 – 45 კგ;  ძუ – 27 – 41 კგ

სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10 – 13 წელი

 

დობერმან პინჩერის პირველად გამოყვანა მოხდა საფრანგეთ-პრუსიის ომის შემდგომ, 1890 წელს გერმანიაში, თიურინგიის ქალაქ აპოლდაში კარლ ფრიდრიხ ლუის დობერმანის მიერ. იგი ადგილობრივი გადასახადების ამკრები იყო და მართავდა აპოლდას ძაღლების  თავშესაფარს.

ძაღლების სხვადასხვა ჯიშებთან წვდომის წყალობით, დობერმანს სურდა შეექმნა ძაღლის ისეთი ჯიში, რომელიც იდეალური იქნებოდა მისთვის დახმარების გასაწევად გადასახადების აკრების დროს, რომლის დროსაც მას უწევდა ბანდიტებით სავსე ტერიტორიებზე ყოფნა.
მისი მიზანი ასევე იყო ისეთი ტიპის ძაღლის გამოყვანა, რომელიც მისივე აზრით ძალის, სისწრაფის, ამტანობის, ერთგულების, ინტელექტისა და მძვინვარების სრულყოფილი კომბინაცია იქნებოდა.

მოგვიანებით კი ოტო გოელერმა და ფილიპ გროინიგმა განაგრძეს ძაღლის ამ ჯიშის ჩამოყალიბება ისეთად, როგორსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ.

ძაღლის ეს ჯიში შეიქმნა სხვადასხვა ძაღლის ჯიშისაგან. მათ შორის: გერმანული პინჩერი, ბოსერონი, როტვეილერი, თიურინგიული ტყის ძაღლი, გრეიჰაუნდი, გერმანული დოგი, ვეიმარანერი, გერმანული მოკლებეწვიანი პოინტერი, მანჩესტერული ტერიერი, ძველგერმანული მეცხვარული ძაღლი და ამერიკული პიტ ბულ ტერიერი.

ძაღლის ამ ჯიშებს გააჩნდათ ის თვისებები, რაც კარლ დობერმანისთვის მნიშვნელოვანი იყო.

შეჯვარების ზუსტი პროპორციები ისევე, როგორც შეჯვარებისას გამოყენებული ძაღლის ჯიშების ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია, თუმცა ბევრი ექსპერტის აზრით, დობერმანი სულ მცირე, ზემოთ მოცემული ოთხი ჯიშის შეჯვარებით მაინც არის გამოყვანილი.

ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს დოკუმენტურად აღრიცხული დართვა გრეიჰაუნდთან და მანჩესტერულ ტერიერთან.

საკმაოდ სარწმუნოა ასევე ისიც, რომ ძველგერმანული მეცხვარე ძაღლის გენოფონდი წარმოადგენდა ერთადერთ უდიდეს ხელშემწყობს დობერმანის ჯიშის შექმნაში.
1894 წელს კარლ დობერმანის გარდაცვალების შემდეგ, მის საპატივსაცემოდ გერმანელებმა ძაღლის ამ ჯიშს დობერმან-პინჩერი უწოდეს.

თუმცა ნახევარი საუკუნის შემდეგ, გერმანული სიტყვა “პინჩერი” , რაც ინგლისურ ”ტერიერს” ნიშნავდა, ჩამოშორდა ჯიშის დასახელებას იმის საფუძველზე, რომ ეს სიტყვა ჯიშისათვის შეუფერებელი იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ კი ინგლისელებმაც იგივე გააკეთეს.