უზარმაზარი ნიანგი, რომელმაც აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყნის ბურუნდის 300-მდე მცხოვრების სიცოცხლე იმსხვერპლა ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამბობენ, რომ კაციჭამია ნიანგი სახელად გუსტავი,  6 მეტრამდე სიგრძისაა და 1 ტონას იწონის.  ადგილობრივი მონადირეებიც კი ერიდებიან მასთან შეხვედრას, რადგან ეს შერკინება ხშირად გუსტავის სასარგებლოდ მთავრდება. მეცნიერები დიდიხანია იკვლევენ ამ ქვეწარმავალს. მათი შეფასებით ნიანგის ასაკი 60 - დან 100 წლამდე შუალედში მერყეობს.