ზუსტად 123 წლის წინ, ეს ორი საზარელი ლომი, შიშის ზარს სცემდა, კენიაში მდებარე ცავოს რეგიონში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს. 1898 წელს 9 თვის განმავლობაში მათ მოკლეს სულ მცირე 35 ადამიანი, სხვადასხვა მონაცემებით კი მათი რიცხვი 135 -ს აჭარბებს. ისინი ორნი იყვნენ და შეთანხმებულად ნადირობდნენ ადამიანებზე. ამიტომაც შეარქვეს მეტსახელები "მოჩვენება" და "წყვდიადი", ასევე ისინი ცავოს ლომების სახელით არიან ცნობილი.

მეცნიერები დიდხანს დავობდნენ იმაზე თუ რატომ აირჩიეს მათ მსხვერპლად ადამიანები. ადრე მიიჩნევდნენ, რომ მათი ამგვარი ქცევის მიზეზი ძლიერი შიმშილი იყო თუმცა მათი ძვლების შესწავლამ სულ სხვა სურათი დაგვანახა. აღმოჩნდა, რომ მათ ქონდათ კბილების და ყბის დაზიანება, რაც ართულებდა დიდი ზომის ცხოველებზე ნადირობას 

საბოლოოდ 1889 წლის დეკემბერში, ლომები პოლკოვნიკმა ჯონ პატერსონმა დახოცა, რომელიც რკინიგზის მშენებლობაზე ინჟინრად მუშაობდა. 

ეს ამბავი საკმაოდ მალე გახმაურდა და მრავალი წიგნის, პუბლიკაციის და შემდგომში ფილმების გადაღების  შთაგონების წყარო გახდა.  

გთავაზობთ ამ  თემაზე გადაღებული ერთერთი საუკეთესო ფილმს