ქუოკა პატარა ზომის ცხოველია ( 40 - 54 სმ ), რომელიც დასავლეთ  ავსტრალიის სანაპიროზე ბინადრობს. ისინი ძირითადად ღამით გამოდიან საკვების მოსაძებნად და ძირითადად ბალახით, მცენარეებიის ღეროებით და ხის ქერქით იკვებებიან. ქუოკები ოჯახებად ცხოვრობენ სადაც დომინანტი მამრია. მათი საცხოვრებელი ხშირად არის მაღალ ბალახიანი მინდვრები, ასევე კარგად შეუძლიათ ხეზე ცოცვა. ქუოკამ ყველაზე ბედნიერი ცხოველის სტატუსი მიიღო მისი სახის გამო, რომელიც მუდმივად მომღმარია. ისინი საკმაოდ მეგობრულები არიან ადამიანების მიმართ, ამიტომ ინტერნეტში ბევრ სელფს შეხვდებით მათთან ერთად გადაღებულს.