ბურბონის ქათამი

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა დაუმუშავებელი თეთრი ბრინჯი.
  • 1 კგ ქათამი (კანისა და ძვლის გარეშე) წვრილ კუბიკებად დაჭრილი.
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი.
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი.
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ან ზეითუნის ზეთი.
  • 2 კბილი ნიორი, დაჭრილი.
  • ახალი ჯანჯაფილი, გახეხილი.
  • 1 ჭიქა ქათმის ბულიონი.
  • 1/4 ჭიქა ბურბონი.
  • 1/4 ჭიქა სოიოს სოუსი.
  • 2/3 ჭიქა ყავისფერი შაქარი.
  • 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.
  • გახეხილი სეზამის თესლი, გარნირისთვის.
  • წვრილად დაჭრილი ხახვი გარნირისთვის.

მომზადების წესი

  1. გარეცხეთ ბრინჯი გამდინარე ცივი წყლით დაახლოებით 1 წუთის განმავლლობაში. ჩაყარეთ საშუალო ზომის ქვაბში და დაამატეთ 3/4 ჭიქა წყალი. დავაფაროთ თავზე და ვადუღოთ 4-5 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე, შემდგომ დავტოვოთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და თავსახური არ მოვხადოთ კიდევ 10 წუთი.
  2. დიდ თასში ჩავყაროთ კუბიკებად დაჭრილი ქათამი მოვაყაროთ მარილი, სიმინდის სახამებელი ისე რომ დაფაროს ქათმის ნაჭრები მთლიანად. დავდგათ საშუალო ზომის ცეცხლზე ისეთი ქვაბით რომ არ მიიკროს. დროდა დრო ვურიოთ სანამ ქათამი არ შეწითლდება (დაახლოებით 8 წუთი).  თუ სრულად არ იქნება მოხარშული არაუშავს ის გააგრძელებს სოუსში მოხარშვას ასე რომ ამოიღეთ ქვაბიდან.
  3. საშუალო თასში აურიეთ ნიორი, ჯანჯაფილი, ქათმის ბულიონი, ბურბონი, სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი და ვაშლის ძმარი. დაამატეთ სოუსი იმავე ტაფაზე, სადაც მოხარშეთ ქათამი და დადგით საშუალო ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, 2-3 წუთის განმავლობაში. 
  4. მას შემდეგ, რაც სოუსი ადუღდება, დაამატეთ ქათამი ტაფაში სოუსით და მიიყვანეთ ადუღებამდე. შეგიძლიათ ცოტა მოუმატოთ ცეცხლის სიმძლავრეს. ვადუღოთ სოუზი სანამ არ გაცხელდება და ქათამს კარგად არ დაფარავს.
  5. ამოღებისთანავე მოვათავსოთ ბრინჯზე და გავაფორმოთ ხახვით და სეზამის თესლით.