თუ თქვენ ვიქტორიანული ეფოქის ინგლისის და ამავდროულად მისტიკის მოყვარული ხართ აუცილებლად უნდა მოინახულოთ 1839 წელს გახსნილი ჰაიგეტის სასაფლაო. ეს ადგილი გამოირჩევა თავისი უნიკალური ფლორითა და ფაუნით. ხეებზე ასული ვაზები, სუროებში ჩამალული  ქანდაკებები და უნიკალური მცენარეების საფლავის ქვებთან ჯადოსნური შერწყმა მართლაც გულს აუჩქარებს დამთვალიერებელს. ასეთი მისტიური ადგილების შესახებ აუცილებლად მოისმენთ ჭორებს ვიწრო ბილიკებზე მოსეირნე მოჩვენებებისა და სიბნელეში დამალული ვამპირების შესახებ. არავინ იცის რეალურად რა ხდება იქ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია. სასაფლაო უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. ეწყობა სპეციალური ტურები და ყველა მსურველს შეუძლია მოინახულოს იგი. 

ჰაიგეიტის სასაფლაოზე განისვენებს უამრავი ცნობილი ადამიანი როგორიცაა: კარლ მარქსი, დუგლას ადამსი, ელენ ვუდი, ჯონ გოლსუორთი, ჰენრი მური, ჯორჯ ელიოტი და სხვა მრავალი. ხოლო პირველი მიცვალებული რომელიც  1839 წლის 26 მაისს, სასაფლაოზე დაკრძალეს იყო  ელისაბედ ჯექსონი. ქალი მხოლოდ 36 წლის იყო, მაგრამ  ვიქტორიანული ეპოქისთვის ხანშშესულად ითვლებოდა.