ნევადას უდაბნოში მდებარე "Area 51"-ის სახელით ცნობილი ეს საიდუმლო სამხედრო ბაზა, აღმოჩენის დღიდან იყო მრავალი ჭორისა და მითქმა-მოთქმის მიზეზი. ოფიციალური ინფორმაციით ეს ბაზა შეიქმნა 50-იან წლებში ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის და იქ მიმდინარეობდა მუშაობა ახალი თაობის სამხედრო საფრენ აპარატებზე. მიუხედავად ამ ოფიციალური ვერსიისა მსოფლიოში ბევრ ადამიანს არ სჯერავს ამის და ვრცელდება კონსპირაციული თეორიები ბაზის კავშირთან უცხოპლანეტელებთან, ასევე მას მიიჩნევენ მსოფლიო მოსახლეობის ან ამინდის  მართვის ცენტრთან. 

მიუხედავად უამრავი ჭორისა და სიმართლისა დღემდე არავინ იცის რეალურად რა ხდება იქ.