დროდადრო ყველა ადამიანი გრძნობს სხეულში ტკივილს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს სულაც არაა საშიში და ნორმალურია, მაგრამ როდესაც ტკივილი მუდმივ ხასიათს იღებს და ხელს გვიშლის ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ეს შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების მანიშნებელი. ქრონიკული ტკივივლი განსხვავდება მწვავე ტკივილისგან და ის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

განასხვავებენ ქრონიკული ტკივილის ორ ტიპს : ნეიროპათიური და ნოციცეპტიკური .

ნეიროპათიური - ტკივილი გამოწვეულია ნერვული სისტემის დაზიანებით ან დაავადებით, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამ ტიპის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის პორობლემები. ნეიროპათიურ ტკივილს ახასიათებს ჩხვლეტის ან წვის მსგავში შეგრძნება.

ნოციცეპტიკური- არის ტკივილის ფორმა, რომელიც გამოწვეულია ქსოვილების დაზიანებით. მაგალითად როგორიცაა დამწვრობები, მოტეხილობები და ა.შ. ასეთი ტიპის ტკივილებს შესაძლოა თან ახლდეს დაბუჟების შეგრძნება და შეხების მიმართ მგრძნობიარობა.

გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას რომელიც დაგეხმარებათ ქრონიკულ ტკივილთან გამკლავებაში.

1. აკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები ( დაკავდით მედიტაციით ). ეს შეამცირებს  თქვენს ორგანიზმში სტრესის , ქოლესტერინის , შფოთვისა და არტერიული წნევის დონეს, რაც დადებითად აისახება თქვენს იმუნურ სისტემაზე და საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

2. რეგულარულად ივარჯიშეთ. ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა სტრესის დონის შესამცირებლად, რაც უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლაში. ასევე ვარჯიში არეგულირებს არტერიულ წნევას და ამაგრებს გულის კუნთს.

3. არ მოწიოთ სიგარეტი და არ მიიღოთ ალკოჰოლი გადაჭარბებული რაოდენობით. ორივე მათგანს შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება და ქრონიკული დაავადებები.

4. იკვებეთ ჯანსაღად. ჯანსაღი კვება აუმჯობესებს, როგორც საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობას ასევე ცხოვრების ხარისხს. მნიშვნელოვანია რაციონში შეიტანოთ ბოსტნეული, ხილი, უცხიმო ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, ჯანსაღი კვება ასევე დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ანთებებსა და ინფექციებს თქვენს ორგანიზმში.

თუ ტკივილი დიდხანს გრძელდება დიაგნოზისთვის და საჭირო მკურნალობის მისაღებად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.