ყველას გვიყვარს ზაფხულის ცხელ დღეებში სანაპიროებზე ან აკვაპარკებში მზეზე გარუჯვა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გადამეტებულ მზის სხივებს შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობის დაზიანება.

ცნობილია, რომ მზის სხივების ზომიერად მიღება სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში გამომუშავდება D ვიტამინი, რაც გვეხმარება სტრესთან და დეპრესიასთან გამკლავებაში. თუმცა როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ზედმეტი მზის სხივებიც საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის. 

არსებობს მარტივი გზები, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ დაიცვათ თავი მზის გადაჭარბებული ზემოქმედების ორი ძირითადი მავნე ზემოქმედებისგან.

1. დეჰიდრატაცია ( ორგანიზმის გაუწყლოება )

ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია ზაფხულის სეზონზე და თუ თქვენ ხშირად გემართებათ ის, უმჯობესია საერთოდ მოერიდოთ მზის სხივებს.

თუ თქვენ მაინც გადაწყვეტთ მზეში გასვლას გაითვალისწინეთ ეს რჩევები: 

  • აუცილებლად დაიხურეთ მზისგან დამცავი ქუდი
  • ხშირად გაიგრილეთ სხეული ცივი წყლით
  • დალიეთ ბევრი წყალი
  • მიირთვით ხილი და ბოსტნეული

თუ თქვენ გამოგივლინდათ სისუსტე, უკიდურესი წყურვილი, თავბრუსხვევა ან თავის ტკივილი, უმჯობესია დარჩეთ გრილ ადგილას, გაიკეთოთ ცივი წყლის კომპრესები და მიიღოთ საკმაო რაოდენობის  სითხე.

2. დამწვრობა

დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, უნდა მოვერიდოთ შუადღის საათებში მზეზე ყოფნას, რადგან ამ დროს  გამოსხივება ყველაზე ინტენსიურია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვებს, რადგან მათი ნაზი კანი ბევრად უფრო ადვილად შეიძლება დაზიანდეს.

და თუ მაინც მოგიწევთ მზეზე ყოფნა შუადღის საათებში, აუცილებლად ატარეთ მზისგან დამცავი ტანსაცმელი : შარვალი, გრძელმკლავიანი მაისური, სათვალე და ქუდი.

ჩვენი რჩევების მიუხედავად თუ მაინც დაიწვით, გამოიყენეთ ცივი საფენები დაზიანებულ კანზე და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხეები. ასევე კარგია ალოეს გელი დამწვრობის მოსაშუშებლად.