ექიმები გვირჩევენ ვაკონტროლოთ ეს 4 სასიცოცხლო პარამეტრი, რომელსაც შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა.

1.სისხლში შაქრის (გლუკოზის) რაოდენობა

სისხლში შაქარი ასევე იზომება სისხლში გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) რაოდენობით. თუ თქვენი  HbA1c არის  6%-ზე ნაკლები თქვენ დიაბეტიანი ხართ ხოლო 7%-ზე ნაკლები და 6%-ზე მეტი ნიშნავს, რომ თქვენ მაღალი რისკის ქვეშ ხართ.

HbA1c  ტესტი იძლევა თქვენს სისხლში შაქრის დონის  2-3 თვის მონაცემების საშუალოს და უკეთ არის შესაძლებელი საერთო სურათის დანახვა.

2. საერთო ქოლესტერინის დონე

ვინაიდან ქოლესტერინი ვერ იხსნება სისხლში, ის სპეციალური მატარებლების ლიპოპროტეინების საშუალებით უნდა მოძრაობდეს უჯრედებს შორის. არსებობს ორი ტიპის ლიპოპროტეინები (LDL) დაბალი სიმკვრივის "ცუდი ქოლესტერინი"  და  მაღალი სიმკვრივის (HDL) "კარგი ქოლესტერინი".  ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი კონტროლი.

3.არტერიული წნევა

არტერიული წნევა ჩვეულებრივ იზომება მოწყობილობით, რომელიც იყენებს ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლეს და ასახავს მოცირკულირე სისტოლურ და დიასტოლურ წნევას. სისტოლური წნევა (ზედა რიცხვი) არის პიკური წნევა არტერიებში, ხოლო დიასტოლური წნევა (ქვედა რიცხვი) არის ყველაზე დაბალი წნევა. ნორმალური არტერიული წნევა სტაბილურად იზრდება დაბადებიდან 90/60 – დან, ჯანმრთელ მოზრდილებში  120–80 – მდე. ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) არის ინსულტისა და გულის შეტევის გამომწვევი მთავარი მიზეზი.

 

4.სხეულის მასის ინდექსი (BMI)

სხეულის მასის ინდექსი, არის ორგანიზმში ცხიმის შემცველობის განსაზღვრის საუკეთესო საშუალება. ადამიანის იდეალური წონა განსხვავდება სქესის, ასაკის, აგებულებისა და სიმაღლის მიხედვით. თქვენი სხეულის მასის ინდექსი (BMI) და წელის გარშემოწერილობა იძლევა კარგ მაჩვენებლებს იმის შესახებ, ხართ თუ არა ჯანსაღ წონაზე.

აკონტროლეთ ეს 4 მარტივი პარამეტრი თქვენს ორგანიზმში და შეამცირეთ ჯანმრთელობის პრობლემების, ან სულაც გარდაცვალების რისკი.