ამ ისტორიას სჩხერეში მცხოვრები 21  წლის მ.გ ( სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ ) გვიამბობს.

" ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც გავთხოვდი. მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და თავიდან ყველაფერი იდეალურად დაიწყო. როგორც აღვნიშნე პატარები ვიყავით და არ შეგვეძლო დამოუკიდებლად გვეცხოვრა, ამიტომ ჩემი ქმრის მშობლებთან, სახლში მოგვიწია თანაცხოვრების დაწყება. ჩემს დედამთილს და მამამთილს მცირე ოჯახური ბიზნესი ქონდათ, გიორგიც ეხმარებოდა მეურნეობის მოვლაში. ყველაფერი მასშემდეგ აირია, რაც დედამთილმა კლასელ ბიჭთან ერთად დამინახა ტყისკენ მიმავალი. ლევანი ჩემი კლასელი იყო და ხშირად დავდიოდით ხოლმე ტყეში სასეირნოდ, როცა ჩემი ოჯახის წევრები სამუშაოდ იყვნენ წასულები. როგორც ხდება ხოლმე , დედამთილმა გააბუქა ეს ამბავი და ყველას წინაშე ღალატში დამადანაშაულა. კონფლიქტი სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა და ერთ დღესაც გაბრაზებულმა აბაზანიდან პოლისჯოხი გამოიტანა და თავზე გადამამტვრია. პოლისჯოხი ნესტში ყოფნისგან იყო დამპალი და დიდი დაზიანება არ მიმიღია, თუმცა პოლიციასთან ყველაფერი გავართულე. მინდოდა ჩემი დედამთილი დასჯილიყო. მიზანს მივაღწიე და ძალადობისთვის 3 წლით ჩასვევს ციხეში. გიორგიმ რა თქმა უნდა არ დაიჯერა ჩემი ღალატის ამბავი და დღესაც ერთად ვართ თუმცა როცა გიორგი და ჩემი  მამამთილი სამუშაოდ მიდიან მე და ლევანი ისევ ვსეირნობთ ტყეში და ძალიან მეშინია ისევ არავინ გვნახოს. ხალხი ბოროტია და აუცილებლად შეთხზავენ ისტორიებს  ჩბვენს ურთიერთობაზე.