სტატიაში სახელები პირობითია და არ ეკუთვნის ისტორიის გმირებს.

გამარჯობა მე ნინი ვარ  24 წლის და მინდა ჩემი სევდიანი ისტორია მოგიყვეთ. სულ რაღაც ერთი წლის წინ გავყევი ცოლად ჩემი ოცნების ბიჭს, თუმცა ყველაფერი ძალიან ცუდად დაიწყო. ჩვენი ქორწილის ღამეს ზურა ძალიან დათვრა და სასტუმროში მისმა მეგობარმა გელამ წაგვიყვანა. გელასთან ხუთი წლის ნაცნობობა მაკავშირებდა და ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ მოვწონდი თუმცა ამის აღიარება არ მინდოდა ჩემს თავთან. როდესაც ნომერში ავედით  გელამ თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი  ზურა საწოლზე დააწვინა და მასაც მაშნვე ჩაეძინა. გელა წასვლას არ ჩქარობდა დივანზე ჩამოჯდა და ჩვენი ქორწილის აღსანიშნავად დალევა შემომთავაზა, მეც ძალიან დაღლილი ვიყავი და უარი არ მითქვამს. ორივემ გვარიანად დავლიეთ და რაც შემდეგ მოხდა მთელი ცხოვრება ვინანებ. მას შემდეგ უკვე ერთი წელი გავიდა და ვფიქრობ ვუამბო თუ არა ზურას ეს ამბავი. თქვენი რჩევა მჭირდება მეგობრებო.